Digest Logo

ორი წლიდან ბავშვებში პირბადის გამოყენება აუცილებელია - მაია ჩხაიძე

1630658694
მაია ჩხაიძე

ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძის განცხადებით, ბავშვების ინფიცირების წყარო, ძირითადად ოჯახის უფროსი წევრები არიან. ამიტომ მნიშვნელოვანია, სწორედ ზრდასრულებმა დაიცვან რეკომენდაციები და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციაში, რათა დაიცვან საკუთარი და ბავშვების ჯანმრთელობა.

„ამერიკის პედიატრთა აკადემიამ ნიღბის ტარებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია შეცვალა, ახალი რეკომენდაციით მიზანშეწონილია ხალხმრავალ ადგილებში მშობლებმა უზრუნველყონ ორი წლიდან ბავშვებში პირბადის გამოყენებაც. ბავშვებს ბაღშიც კი უნდა ეკეთოთ პირბადე. იქნებ ამ რეკომენდაციებით და უფროსების აცრით გადავარჩინოთ ბავშვები ინფიცირებისგან“, - განაცხადა მაია ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„უნდა ავცრათ 12 წლის ზემოთ რისკჯგუფში მყოფი ბავშვები...“ - მიქელაძე

🔵„რომ არ მოხვდეთ მიქელასთან და რატიანთან" - გიორგი ფხაკაძის რჩევები

🔵გამყრელიძე: ბავშვებში პირბადის ტარებას რეკომენდაციას ვუწევ