Digest Logo

„სამართალმა ძალიან დაიგვიანა - 19 წლის უდანაშაულო ბავშვი მომიკლეს... სააკაშვილი უნდა დაისაჯოს“ - ია მეტრეველი

1633428379
ბუტა რობაქიძის დედა

2004 წელს მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა. მეტრეველი სააკაშვილის სისხლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს და აცხადებს რომ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს.

„ნადვილად ძალიან ემოციური დღეებია ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის. სამწუხაროდ, სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მიერ ჩემნაირი განადგურებული და გაუბედურებული ოჯახები ძალიან ბევრია. ნამდვილად ველოდებოდი, რომ როდისმე დადგებოდა სამართალი, თუმცა ძალიან დაიგვიანა ამ სამართლიანობის აღდგენამ; მაგრამ, რადგან ეს მოხდა და ვაჟბატონი იმყოფება ციხეში, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი და ემოციურია. ყველას კარგად ახსოვს, 19 წლის უდანაშაულო ბავშვი როგორ მომიკლეს. ძალიან მიკვირს, განცვიფრებული ვარ, რომ მეორე ტური დაგვჭირდა. სააკაშვილი თავის საქციელებზე პასუხისმგებელი უნდა იყოს. ყველაფერი, რაც ხდებოდა, ეს იყო სააკაშვილის ბრძანებით, ეს იყო დანერგილი, რომ შიშით შეეპყროთ მთელი საქართველო და რასაც ეტყოდნენ, ის შეესრულებინათ. ჩემს შვილზეც ასე მოიქცნენ, ხმა რომ არავის გაეღო, ბანდიტად გამომიცხადეს შვილი. დიდი იმედი მაქვს, რომ მას ყველაფერზე აგებინებენ პასუხს. ექვსი წელი არ ვიცი, რა არის, მას იმდენი დანაშაული აქვს. ჩვეულებრივ ციხეში უნდა იყოს, ისეთში კი არა, თვითონ რომ ჰქონდათ და აწამებდნენ ხალხს, მაგრამ არავითარ ფუფუნებაში, ის არის ყველაფრის ღირსი.

ხელისუფლებას მივმართავ, ერთხელ და სამუდამოდ, ეს კაცი დასაჯონ ისე, რომ მას ბოროტების კეთება აღარ შეეძლოს; ასევე, მისი თანამზრახველები. რომ შემოვიდა რამდენიმე დღით, ხელისუფლებამ იცოდა და თვალყურს ადევნებდა. არავითარი უკრაინა, მან უნდა მოიხადოს სასჯელი. ისე არ მოხდეს, რომ მართლა მთელი საქართველო გამოვიდეს და არ დავუშვათ მის გარეთ გამოშვება“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵თქვენს იმედზე ვარ, სიცოცხლე გავრისკე - სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს

🔵სანდრა რულოვსის პირველი კომენტარი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე

🔵„იმ კაბასავითაა, ზოგისთვის რომ ლურჯი იყო და ზოგისთვის ოქროსფერი“ - როგორ ეხმიანებიან ცნობილები სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას

🔵„არავითარი ინფორმაცია არ მქონია, რომ საქართველოში იყო“ - გიული ალასანიას პირველი კომენტარი

🔵„ვიცოდი რომ ფ...უს სიყვარული დაღუპავდა მაგას“- რას წერს ფარულავა სააკაშვილზე?

🔵„ჩვენო ქართველო-ჰოლანდიელო, თქვენ ყოველთვის გერქმევათ ჩემი სამშობლოს  პირველი ლედის სახელი...“- მედეა ვასაძე

წყარო: 1tv.ge