ინფიცირებული პატარძლები - ეს ბათუმში გავრცელებული კოვიდის შედეგებია. ის საკუთარ ქორწილში მეჯვარისგან დაინფიცირდა. ახლა, საზოგადოებას ხალხმრავალი წვეულებების მოწყობისგან თავის შეკავებას სთხოვს.
„მე საკუთარ ქორწილში დავინფიცირდი, ბათუმში, რესტორანში. ჩემი ქმრის მეჯვარისგან გადამედო ვირუსი. სახლში ვარ, მძიმედ არ ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც ძალიან დავიძაბე. სიმპტომები ჩემი ქორწილიდან მესამე დღეს გამომივლინდა. სიცხე მქონდა და სუნთქვა მიჭირდა სანანებელი გამიხდა დღე, რომელიც ყველაზე ბედნიერი უნდა ყოფილიყო, სტუმრებსაც გადავდეთ და ძალიან ვნანობ, რომ ისე მოვიქეცი, არ გავითვალისწინე პანდემია. ხალხო ძალიან გთხოვთ, ყველამ თავი აარიდეთ თავშეყრას, ჩემი შეცდომა მაგალითი იყოს თქვენეთვის, მე მამიდაშვილი დავაინფიცირე, მე კი მეჯვარემ გადამდო. ახლა, ჩემს მამიდაშვილს ფილტვების დაზიანება აქვს, ძალიან ვნანობ ყველაფერს…თაფლობის თვეც ჩამეშალა, ყველაფერი გართულდა”, – ამბობს ინფიცირებული პატარძალი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„მოუსმინეთ, ბევრ კითხვაზე მიიღებთ პასუხს" - გიორგი ფხაკაძე ვიდეოს აქვეყნებს