Digest Logo

„გუშინდელს აქეთ შეძრული და გამწარებული ვარ - კოვიდმა მეგობრის მეუღლე, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი წაგვართვა... მივმართავ ყველა ჩემს ნაცნობს... "

1628581260
დაჩი გრძელიშვილი

ჟურნალისტი, დაჩი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში მისი მეგობრების გარდაცვალებაზე წერს. ამბობს, რომ კორონავირუსმა ორი ახლობელი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„გუშინდელს აქეთ შეძრული და გამწარებული ვარ - კოვიდმა მეგობრის მეუღლე, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი წაგვართვა... მივმართავ ყველა ჩემს ნაცნობს - ვინც ამ თუ იმ მიზეზის გამო ფეხს ითრევს ვაქცინაციაზე. ორი, ძალიან კონკრეტული მაგალითი მაქვს, აცრასთან დაკავშირებით. სახელებს არ დავწერ, მაგრამ მენდეთ - ჩემს მეგობრებზე ვსაუბრობ და რეალური ადამიანები არიან. ერთ შემთხვევაში კოვიდით გარდაიცვალა სრულიად ჯანმრთელი და ახალგაზრდა კაცი - ჩვენი მეგობრის მეუღლე, რომელსაც დარჩა შვილები და უამრავი კარგი საქმე, რომელიც წესით ღრმა სიბერემდე უნდა ეკეთებინა. ის არ იყო აცრილი. მეორე შემთხვევა - ასევე ჩემი, მეორე მეგობრის ოჯახს ეხება - დედა, დედამთილი და მამათილი, 80 წელს გადაცილებული ხალხი, ქრონიკული დაავადებების ბუკეტით. მაგრამ ორჯერ აცრილები - სახლის პირობებში ასრულებენ კოვიდს. უსიმპტომოდ, მხოლოდ ალაგ-ალაგ დაბალი სიცხით. ნუ გადადებთ ხალხო ნურაფრის მიზეზით სიკვდილისგან თავის დაცვას - წადით, აიცერით. მნიშვნელობა არ აქვს რომელი ვაქცინით - აიცერით! მივმართავ ჩემს აცრილ სამეგობროსაც. - ჩვენ უნიათო და უპასუხისმგებლო მთავრობა გვყავს, რომელსაც სააგიტაციო კამპანია ჯერაც არ დაუწყია. ამიტომ ჩვენს ახლობლებზე ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ - ველაპარაკოთ, მოვიწოდოთ, დავაჯეროთ, რომ არ ღირს ჯერ სიკვდილი
პოსტი გავაფაბლიკე, რომ რაც შეიძლება ბევრმა ნახოს. ანტივაქსერები კომენტარზე ნუ შეწუხდებით. ჭკუა არ მომეკითხება - ჯერ უზრდელობებს მოგწერთ და მერე წაგშლით", - წერს დაჩი გრძელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„გიორგიმ აცრა ვერ მოასწრო... ასე რომ არ ყოფილიყო, გუშინ არაადამიანური ხმით აღმომხდარი „აღარ არის" გულს არ გაგვიგლეჯდა" - რუსუდან ცხომელიძე

„ვზივარ და ვსკდები ტირილით! მდიდარი ადამიანი ხარ შენი მეგობრობის და სიყვარულის უნარით” – ირაკლი კაკაბაძე ლევან ვასაძეზე

„გვამები საავადმყოფოდან ჯერ გატანილი არ ჰქონდათ, რომ მძიმე პაციენტებით შეავსეს გამოთავისუფლებული საწოლები“ – გელა მთივლიშვილი