უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, სასულიერო მიმართულების 4 უმაღლეს სასწავლებელს6-წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა.
თბლისის სასულიერო სემინარიას, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმღლეს სასწავლებელს, გელათის და გრემის აკადემიებს, 6 წლით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი (სასწავლო უნივერსიტეტი – საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ) მიენიჭა და დაწესებულებებში სტუდენტებისთვის განსაზღვრული ადგილების ოდენობაც დაზუსტდა.
მართლმადიდებლურ სასულიერო სასწავლებლებში ჯამში 1 440 სტუდენტის ადგილია გათვალისწინებული.
მიღება, სხვა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლებისგან განსხვავებული წესით ხორციელდება, აბიტურიენტებს შიდა გამოცდის და ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ქართულ ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარება უხდებათ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„არ გიფიქრიათ რომ ეს კომენტარები უბრალოდ ცუდად წარმოაჩენს თქვენს ადამიანობას?“
წყარო: edu.aris.ge