Digest Logo

საპატრიარქოში ის სასულიერო პირები დაიბარეს, ვისაც 5 ივლისს გადაცდომა ჰქონდა

1626103489
რელიგიური ორგანიზაცია

სამების ტაძრის არქიმანდრიტის, იოანე მჭედლიშვილის განცხადებით, 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტები უნდა გამოიძიონ. მისი ინფორმაციით, საპატრიარქოში ის სასულიერო პირები დაიბარეს, ვისაც 5 ივლისს „გადაცდომა ჰქონდა“.

„საპატრიარქოს პოზიცია აღნიშნულ ფაქტამდეც იყო, რომ არავის არ უნდა ეძალადა და იყო უამრავი წერილი ამასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული. თითოეული ძალადობა უნდა იყოს გამოკვლეული და უნდა იყოს დასჯილი კანონის მთელი სიმკაცრით. კონკრეტული სასულიერო პირები, ვისაც ჰქონდა გადაცდომა, ვიცი, რომ იყვნენ დაბარებული საპატრიარქოში. მღვდელმთავრებმა მოსთხოვეს ყველაფერზე პასუხი“, – აღნიშნა იოანე მჭედლიშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, მოძალადე სასულიერო პირებზე რა რეაგირება იქნება, არქიმანდრიტი აცხადებს, რომ არსებობს რჯულის კანონი და ამის მიხედვით იმოქმედებენ.

„არსებობს რჯულის კანონი, როგორც სახელმწიფოს აქვს კანონები, ასევე აქვს ეკლესიას. აქედან გამომდინარე იქნება სწორედ რეაგირება. მღვდელმთავრებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“, – განაცხადა იოანე მჭედლიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ილია მეორე ლექსო ლაშქარავას დედას შეხვდება

ქართველმა „კანონიერმა ქურდმა“ პასპორტი შეჭამა

ლექსო ლაშქარავას ხვალ დაკრძალავენ