ტელეკომპანია „პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ხვალ დაკრძალავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილ ოპერატორს ჯიქიას სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალავენ.
ინფორმაციისთვის, ლაშა ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მას ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
❗ამავე თემაზე ნახავთ:
ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა
პატრიარქის მიმართვა ლექსოს დედას: ეჭვი არ შეგეპაროთ, ლექსო ცოცხალია