ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო „ფორმულა კრეატივმა“ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღება დაახლოებით ორი კვირის წინ შეაჩერა.
„დაიჯესტმა“ გაარკვია, თუ როდის დაუბრუნდება სერიალი ეთერს.
„ჩაწერები უკვე განახლებულია და დაწყებულია. დაახლოებით, ორი კვირა ვიყავით გაჩერებულები. იყო მაღალი რისკი კორონავირუსის გადადებისა, საფრთხე იმისა, რომ ჯგუფში გავრცელებულიყო, რადგან თანამშრომელს ჰქონდა ვირუსი. ამ შაბათ-კვირას სერიალი უკვე გავა ეთერში“, - განაცხადა „დაიჯესტთან“ საუბრისას სერიალის რეჟისორმა - თენგო მეგრელიშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵თოვლი, წვიმა და ქარბუქი - როგორი ტემპერატურა იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში