სეისმოლოგმა, თეა გოდოლაძის განცხადებით, საქართველო სეისმურად აქტიური ქვეყანაა. მან ბოლო პერიოდში ბოლნისში მიწისძვრების რაოდენობის გახშირების გამო, საზოგადოებაში წარმოქმნილი შიში გაანეიტრალა და განაცხადა, რომ დიდი მიწისძვრების დროს გაცილებით დიდი ენერგია გამოიყოფა, ვიდრე პატარა მიწისძვრების დროს.
შესაბამისად, როდესაც პატარა მიწისძვრები ხდება, ეს უფრო ნაკლებად საშიში და საფრთხის შემცველია მოსახლეობისთვის, ვიდრე ერთი დიდი მიწისძვრა.
„თქვენ რომ გადახედოთ ჩვენს მონაცემთა ბაზებს, თუ რა სტატისტიკით ხდება კავკასიაში, საქართველოში მიწისძვრები, ეს ასე არ არის. ეს არის მუდმივი პროცესი, რომელიც ზუსტად იმის მანიშნებელია, რომ კავკასია და კონკრეტულად, საქართველო სეისმურად აქტიური ქვეყანაა და აქ საშუალოდ, წლის განმავლობაში ბევრი მიწისძვრა ხდება. დმანისთან დაკავშირებით გეტყვით, რომ იქ საშუალოდ წელიწადში 30-50 მიწისძვრა ხდება“, - აღნიშნა გოდოლაძემ.
სეისმოლოგი ამბობს, რომ წლის განმავლობაში საშუალოდ დედამიწაზე სულ 2 მლნ მიწისძვრა ხდება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
7 სარგებელი სექსისგან - ექიმი გირჩევთ რეგულარულად დაკავდეთ სექსით
„მალე ქუთაისში ცისფერყანწელების ბაღს შეგაგებებთ“ - კეკელიძე შევარდნაძეს დაბადების დღეს ულოცავს