Digest Logo

„მალე ქუთაისში ცისფერყანწელების ბაღს შეგაგებებთ“ - კეკელიძე შევარდნაძეს დაბადების დღეს ულოცავს

1626328365
გიორგი კეკელძე და ზურა შევარდნაძე

დღეს, გარდენიას შემქმნელი, ბოტანიკოსი ზურა შევარდნაძე იუბილარია. დაბადების დღეს მას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ულოცავს და მასთან ერთად დასახული გეგმის „ცისფერყანწელების“ სახელობის ბაღის შექმნას აანონსებს.

„ზურა შევარდნაძის დაბადების დღეა. იგივე გარდენია შევარდნაძის.

ბავშვობაში ასკანა ასტანასავით შორს მეგონა, ისე ამოიოხრებდნენ ხოლმე ჩემი მეზობლები მოხსენიებისას. ასტანა სულ არ ვიცოდი მაშინ, მაგრამ ახლა ხომ ვიცი და ასკანაც ვიცი, მაგრამ რომ ახსენებენ, მაინც სულ შორს მგონია. მერე რაც მანდაურობაზე ჭორად თქვეს, თითქოს ასკანურ წითელ მიწას თმები ამოყავდა და კოტე ცქვიტინიძეზე დაიტესტა. დრამატულად ამაოდ - ერთი კვირა იშორებდა წებო-ტალახს აზელილ შემორჩენილ თმებსაც ბატონი კოტე.

აი, ჩვენს შვილებს კი აუცილებლად ეცოდინებათ, რომ ასკანაში დაიბადა ზურა შევარდნაძე.

ჰოდა, ზურა მარტივი კაცი როდია, ან როგორ შეიძლება მარტივი იყოს. ცოტათი ზღაპრის გმირსაც ჰგავს - ურთულესი გზები გაიარა და მიზანს მიაღწია. არც სწავლით ღამეების თენებას დარიდებია და არც იმას, თავიდან საქართველოს, ანეკდოტების ყბამოქცევით მთხრობელი რომ ეგონა - ზუსტად იცოდა, რომ ეს ყველაფერი აუცილებელი ინსტრუმენტი იყო იმ მიზნისთვის, რაც ვფიქრობ, ღრმა ბავშვობაში დაისახა. და შექმნა ედემი. ეს ედემი გადაედო ქალაქს და ქვეყანას. დღეს რომ მებაღეობა თავმომწონე საქმედ იქცა - მთავარი წვლილი ზურასია.

ამასწინ ლანძღეს. რაღაც თქვა და დაუნდობლად ლანძღეს. ჩვენ არ შეგვიძლია, თუ არ ვეთანხმებით - ვუთხრათ - არ გეთანხმები. ამჯერად არ გეთანხმები. ჩვენ ვამბობთ - „მოკვდი, შენ საშინელო, შენ გათახსირებულო, შენ პროვოკატორო, შენ იმისტო, შენ ამისტო და ათასი ასე შემდეგ“.

გასაკვირი სხვანაირად უფრო იქნებოდა – ყველა დიდ საქმეს უკან ტალახს მივადევნებთ და რაღა ამ ამბავს გამოვტოვებდით. ტრადიციულ ეროვნული სპორტში ჯერაც ჩემპიონები ვართ. არ მოიტყუოთ თავი – ჭორით, სეირით და ტალახის სროლით ჩვენში ყველა ერთობა – ლიბერალიც და არალიბერალიც, მემარცხენეც და მემარჯვენეც – გიპოვის რაღაც მიზეზს, დაგკბენს და გაღიმებული გაივლის. ამიტომაც, როცა მეუბნებიან: „შენ ყველას უყვარხარ“ მეღიმება და ცხადად წარმოვიდგენ, როგორ შემოტრიალდება ეს ყველა ცოფიანი ძაღლივით, თუ ერთხელ ფეხი დაგიცდა ან ვინმემ ფეხის დაცდენა გამოგიგონა. ზურა იმედგაცრუებული იყო და სწორედ ეს ვუთხარი, ან ჩემი თქმა რად უნდოდა - მხოლოდ ერთი გზა ვიცი პასუხად - შრომა, შრომა და შრომა. ერთადაც დიდი გეგმები გვაქვს - მალე ქუთაისში ცისფერყანწელების ბაღს შეგაგებებთ. მანამდე კი დაბადების დღე მივულოცოთ ყველამ!“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ქალბატონო ეკუნა!“ თუ დამიჯერებთ იმაზე უკეთესი წამყვანი გამოჩნდებით, ვიდრე სინამდვილეში ბრძანდებით“

„გთხოვთ ნუ შემჭამთ ცოცხლად, მაცადეთ ცხოვრება“- ზურა შევარდნაძე

ადამიანს შორის ასეთი სითბო და ერთმანეთის მიმართ უსაშველო პატივისცემა არც მინახავს, არც გამიგონია... - ზურა შევარდნაძე