Digest Logo

„შეიძლებოდა, მხეცების ლუკმა გამხდარიყო და საფლავიც არ გვცოდნოდა“ - არნოლდ გეგეჭკორის უკანასკნელი დღეები

1628452828
ექიმი

29 მაისს 81 წლის ასაკში ქართველი მეცნიერი არნოლდ გეგეჭკორი გარდაიცვალა. როგორი იყო მისი ცხოვრებისა და უკანასკნელი დღეების შესახებ, ჟურნალ „სარკეთან“ არნოლდ გეგეჭკორის შვილმა, ირინა გეგეჭკორმა ისაუბრა.

„უამრავ ფათერაკს გადაჰყრია, ყველაზე შხამიანმა ბუზმა, ცეცემ, რამდენჯერმა უკბინა. ცნობილია, რომ ამ ბუზის ნაკბენი სასიკვდილოა, მაგრამ მამა გადარჩა. აფრიკაში, საფარაზე ყოფნისას მის კარავზე მთელი ღამე კატისებრთა ოჯახის მხეცებს იერიში მიჰქონდათ. ერთხელ ცოტაოდენი საკვები ჰქონდათ და გაინაწილეს. მამას ერთი ბარკალი შეხვდა. ის იყო უნდა ჩაეკბიჩა და, უეცრად საიდანღაც მაიმუნი ჩამოხტა და ბარკალი გამოსტაცა. ასე დარჩა მიშიერი მთელი დღე. ხან ცხენმა გადააგდო ხევში, დათვისგან დატორილიც ყოფილა. მოკლედ, არაფერი დაჰკლებია. ხომ ძალიან განვიცდით, რომ 81 წლის ასაკში კორონავირუსისგან გარდაიცვალა, მაგრამ უფალს მადლობას ვეუბნები, რადგან შეიძლებოდა ხიფათიანი ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ შეჰქმნოდა ისეთი სიტუაცია, უგზო-უკვლოდ დაკარგულიყო ან, მხეცების ლუკმა გამხდარიყო. მამას უნივერსიტეტი უკვე დამთავრებული ჰქონდა, შემდეგ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. დედა მასზე 5 წლით უმცროსი იყო, ის მაშინ მოეწყო ჟურნალისტიკაზე და კურსელები აღმოჩნდნენ. მაშინვე გამოარჩიეს ერთმანეთი და და ერთი ნახვით შეუყვარდათ. ორივენი ახალგაზრდები, ლამაზები, ლაღები იყვნენ. დიდი სიყვარული აკავშირებდათ. შარშან, დედა საავადმყოფოში იწვა და ათი დღის განმავლობაში მამას საჭმელი ვერ ვაჭამე. რას არ ვუკეთებდით, მაგრამ არც სინჯავდა. ახლაც, როცა კოვიდთ საავადმყოფოში იწვა, მუდმივად ცოლს კითხულობდა. მამა კლინიკაში სულ სხვა პრობლემით თებერვლის ბოლოს მოხვდა. რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ, ჯანმრთელი გამოვიდა. შემდეგ გაირკვა, რომ კოვიდით კლინიკაში დაინფიცირდა. 10 დღე უსიმპტომოდ მიმდინარეობდა პროცესი, შემდეგ დედასაც აღმოაჩნდა და ისიც მის გვერდით მოვათავსეთ. დედა გამოკეთდა მამა კი, უფრო და უფრო დამძიმდა“, - ჰყვება ირინა გეგეჭკორი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„მაგას და მის მამიკოს დიდი ხნით გავუშვებდი ციხეში, მერე მივიდოდი და ყოველ დღე ბალანდაში ჩავუფურთხებდი” – ლალი მოროშკინა ნიკოლოზ გამყრელიძეს დაუპირისპირდა

„ჩემი გადარჩენა არჩილ ტატუნაშვილის გმირობის დამსახურებაა“- ვაჟა გაფრინდაშვილი

14 წლის ასაკში დაფეხმძიმება, ოჯახის დანგრევა, კავშირი გიორგი გაბუნიასთან და მილიარდერი შეყვარებული - თამთა გოდუაძის სკანდალური პირადი