Digest Logo

„ჩემი გადარჩენა არჩილ ტატუნაშვილის გმირობის დამსახურებაა“- ვაჟა გაფრინდაშვილი

1628446200
ვაჟა გაფრინდაშვილი

„ჩემი გადარჩენა არჩილ ტატუნაშვილის გმირობის დამსახურებაა“, - ამის შესახებ ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა განაცხადა. ექიმმა აგვისტოს ომზე ისაუბრა. გაფრინდაშვილის თქმით, საქართველო მხოლოდ იმიტომ დაისაჯა, რომ ცივილიზაციისკენ და ევროპისკენ ისწრაფვოდა.

„ჩემი გადარჩენა არჩილ ტატუნაშვილის გმირობის დამსახურებაა. ძალიან მძიმეა იქ დაღუპული ოჯახის წევრებისთვის ეს დღე. 2008 წელს საავადმყოფოში ვიყავი და 400 დაჭრილი შემოიყვანეს 5 დღის განმავლობაში. ყველა ბრძოლაში მონაწილეობა მივიღე როგორც ექიმმა და შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს ჯარისკაცები, რომლებიც 2008 წელს იბრძოდნენ, აბსოლუტურად განსხვავებული იყვნენ ყველა სხვა სამხედროებისგან. ყველა მათგანის სურვილი იყო, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყვნენ თავიანთ ნაწილში და გაეგრძელებინათ ბრძოლა სამშობლოსთვის. კამათი მიდის იმაზე, რომ ომი 7 აგვისტოს დაიწყო თუ 8-ში. რუსეთთან ომი დაიწყო 1801 წელს, როდესაც საქართველოში გაუქმდა ბაგრატიონების დინასტია. იმის შემდეგ ჩვენ ომში ვართ. ჩვენ დავისაჯეთ იმ აქტიურობისთვის რეგიონში, რომ მისწრაფება გვქონდა ევროპისკენ და ცივილიზაციისკენ“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„სამტრედიასთან ბენზინგასამართ სადგურთან გავჩერდი და ..." - ნახეთ, რა შეემთხვა გიორგი ღოღობერიძეს

„არ გაშინებთ, უბრალოდ არ მოხვდეთ იქ" - ნახეთ, რას ჰყვება თამუნა თანდაშვილი

VIDEO: არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი აგვისტოს ომის უმძიმეს კადრებს აქვეყნებს

VIDEO: „მორგს ეძახდნენ, თუმცა ეს არ იყო ოფიციალური მორგი" - ნახეთ, რატომ იტირა დავით კაკულიამ პირდაპირ ეთერში