Digest Logo

„შეუძლოდაა, დამტვრეულია, მთავარია ცოცხალია... მეუბნებიან ბავშვების ხმა ისმისო“ - ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მეუღლის პირველი კომენტარი

1633712075
ნანგრევები ბათუმი

ცოტა ხნის წინ ბათუმში ნანგრევებიდან 35 წლის ქალი ამოიყვანეს. როგორც ქალის მეუღლე ჟურნალისტებთან საუბრობს, ქალი შეუძლოდაა და მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.

რამაზ დავლაძე იმედოვნებს, რომ მაშველები მათ ბავშვებსაც იპოვიან.

„ძალიან შეუძლოდაა, დამტვრეულია. ღმერთის წყალობით ცოცხალია. ახლა ბავშვებსაც გამოვიყვანთ, ღმერთით. ბავშვების ხმა თითქოს ისმისო, მაგრამ მე არაფერი ვიცი. მეუღლე კონტაქტური ჯერჯერობით არ არის," - აცხადებს რამაზ დავლაძე.

ამჟამად, მაშველები მეკეიძის შვილებს - 1.2 წლის და 9 წლის ბავშვებს ეძებენ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მანქანებიდან მაშველებმა სამი პირი, მათ შორის ორი ბავშვი ამოიყვანეს.

მოგვიანებით, დანგრეული შენობის გვერდითა ნაწილიდან მაშველებმა კიდევ ერთი მოქალაქე გამოიყვანეს.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔵„მეორე სართულზე რემონტი იყო, ქვების ცვენა დაიწყო და შემდეგ მთელი კორპუსი ჩამოინგრა“ - რას ჰყვება თვითმხილველი

🔵VIDEO: „შოკურ მდგომარეობაში იყო...“ - ბათუმში ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს

🔵„დედას 20 დღის ჩვილი ხელში ეჭირა, წლის და 3 თვის ბავშვი კი მანქანაში იყო“ - რას ჰყვება თვითმხილველი