Digest Logo

🎥 შევხედოთ, შსს-ს კადრებით რა გახდა ცნობილი... - მფარველობს თუ არა სახელმწიფო ნარკოდილერებს და რატომ არ აკავებენ ნარკომოვაჭრეებს?

1626073664
ლექსო ლაშქარავა ფონიჭალაში

5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამოსული მოქალაქეების ნაწილმა ჟურნალისტები სასტიკად სცემეს. სასტიკად ნაცემი რეპორტიორი ლექსო ლაშქარავა კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, რამდენიმე დღეში სახლში გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს მათ შორის ნარკოტიკულ ინტოქსიკაციაზეც.

ლაშქარავას სიკვდილისა და მისი ხსოვნის პატივსაცემად გამართული აქციის შემდეგ ყველაზე თვალსაჩინო რაც გახდა შსს ოპერატიულობა იყო. უწყებამ ჯერ არნახული სისწრაფით გამოაქვეყნა ლაშქარავას გადაადგილების კადრები. სათვალთვალო კამერებში ნათლად ჩანდა რომ ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც ნაცემი ოპერატორი იმყოფებოდა ზემო ფონიჭალა გახლდათ ადგილი რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობითაა ცნობილია.

ამ ფაქტის შემდეგ სოციალურ ქსელში ადამიანები ხაზგასმით აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა ზუსტად იციან ვინ ვაჭრობს ნარკოტიკით, მათ მაღალჩინოსნები ლობირებენ და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის უბრალოდ პოლიტიკური ნება არ არსებობს.

ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის პოსტს, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

„ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ ემოციები და შევხედოთ, შსს-ს კადრებით რა გახდა ცნობილი:

- სახელმწიფო უთვალთვალებს მოქალაქეებს;

- თუ სურვილი აქვთ, ერთ დღეში შეუძლიათ ყველა მასალა შეაგროვონ ვინმეს დისკრედიტაციისთვის;

- თუ სურვილი აქვთ გამოიძიებენ საქმეს და ასობით მოძალადეს დააკავებენ 53 ჟურნალისტის ცემისთვის; უბრალოდ არაა ამის სურვილი;

-თუ სურვილი აქვთ ბაჩალიაშვილის ლოკაციასაც დაადგენდნენ და არ 'ეძებდნენ' 3 დღე, აფგან მუხთარლი რამდენიმე კამერაზე მაინც დაფიქსირდებოდა ასობით კილომეტრის გავლისას;

- იციან სად იყიდება ნარკოტიკები;

- ნარკომოვაჭრეებს არ აკავებენ, მათ სახლთან კამერებს აყენებენ;

- ანუ სახელმწიფო მფარველობს ნარკოდილერებს და მოჩვენებით სპეცოპერაციებს ატარებს გარკვეულ უბნებში რამის გადასაფარად პერიოდულად;

- ნარკოტიკების გასაღებაზე გამოძიება არ იწყება, მხოლოდ ფილმები მზადდება, ისიც უხარისხო;

- კერძო პირების თუ ე.წ. სააგენტოების მეშვეობით ავრცელებს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც მხოლოდ სახელწიფოსთვისაა ცნობილი და მისი გამჟღავნება კანონის დარღვევაა და დასჯადია, და ეს გავრცელება არა დანაშაულის გამოძიებას, არამედ პირის დისკრედიტაციას ემსახურება;

- მსგავსი ინფორმაცია აქვთ სავარაუდოდ ბევრ ადამიანზე და საჭირო დროს ვრცელდება, არაერთი მსგავსი ფაქტი გვახსოვს წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლებების დროს;

- ამ ყველაფერში იხარჯება გადასახადის გადამხდელის რესურსი, ნაცვლად იმისა, რომ ებრძოლოს კრიმინალს, დაიცვას მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, შავ პიარში მიდის უზარმაზარი რესურსი;

- ამ ყველაფრის გაკეთება მაღალი თანამდებობის პირების გარეშე შეუძლებელია და ეს არაა რომელიმე პოლიციელის თვითშემოქმედება;

- ეს სისტემა წლებია არსებობს, და იგივე ხდება ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საბჭოთა მილიცია და კგბ-ს სკოლა ისევ მუშაობს; იგივე ხალხი ემსახურებოდა სისტემას და განაგრძობს ასე მუშაობას.
რატომ არ ხდება ლუსტრაციის პროცესის დაწყება და საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა წარსულის გადაფასება, და ვერ გამოვდივართ ჩაკეტილი წრიდან, ალბათ ესეც ნათელია მგონი“, - წერს უჩა ნანუაშვილი.

ამავე მოსაზრებას იზიარებს ჟურნალისტი მარი ჯაფარიძე და მსგავსი შინაარსის სტატუს საკუთარ გვერდზე აქვეყნებს:

„ფონიჭალაში შედი... დადექი...
ცოტა ხანში თვითონ მოვლენ და შეგეკითხებიან - რა გინდა და რამდენი...
ეს იცის ყველამ...
იქ მცხოვრები, აბსოლუტურად ყველა ოჯახი მაგითაა დაკავებული... ყველა!!!
მთავრობას ამაზე უნდა მოეთხოვოს პასუხი, ასე თავგასულები რომ არიან...
ასე თავისუფლად რომ მოქმედებენ და არაფრის ეშინიათ...
კანონით, გასაღებას ვერ დაუმტკიცებ, თუ უშუალო მტკიცებულება არა გაქვს, ვიდეოჩანაწერის სახით, რომ ფული აიღო და წამალი მისცა...
შენახვა - გავრცელების მუხლი უდგება მხოლოდ, სხვა შემთხვევაში და 1 გრამზე და 5 კილოზე ერთი და იგივე სასჯელია.
ერთი ბომბი უნდა მაგ დასახლებას, რომ აღიგავოს პირისაგან მიწისა!!!
ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ნუ დამაბრალებთ ახლა და ქსენოფობს ნუ გამომიყვანთ...
მეც რომ დავიწყო გავრცელება, მიმაყენეთ კედელთან და დამხვრიტეთ გაუსამართლებლად, როგორც სერიული მკვლელი!!!!“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„შეთხზეს ამბავი, რომ კაიფში გაიპარა“ - რას ამბობს გვარამია

ვეღარც ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე... მარტო თავში მირტყამდნენ“ - ლექსო ლაშქარავას უკანასკნელი ინტერვიუ

„მუშტი ჩხუბში ვის არ მოხვედრია - ამ ბიჭის სიკვდილს გვტენიან ხალხო“ - დათო კუტალძე