5 ივნისის აქციაზე ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივნისს გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა შსს მესიჯბოქსი „ოპერატორის ნარკოტიკების მოხმარებასა და მისი ზედოზირებით სიკვდილის“ შინაარსს შეიცავდა. ლაშქარავას გარდაცვალებას რამდენიმე ექსპერტი სწავლობს, მათ შორის ოჯახისა და ტელეკომპანია „პირველის“ მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტებიც.
მიუხედავად იმისა, რომ ოპერატორის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის საზოგადოებაში შეიქმნა აზრი რომ 38 წლის ახალგაზრდა კაცის სასიკვდილო შედეგი მას შემდეგ დადგა, რაც ის 5-6 წუთის განმავლობაში 20-მდე ადამიანმა სასტიკად სცემა.
ამ ბრალდებით, გუშინ, 11 ივნისს აქციაც გაიმართა და ლექსოს სიკვდილზე პასუხისმგებლობის აღებას მთავრობას სთხოვდნენ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვდნენ.
პარალელურად გავრცელდა დათო კუტალაძის ვიდეო ჩანაწერი. კუტალაძე იმ რადიკალურ ჯგუფის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომლებიც ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ამით ამაყობდნენ.
დათო კუტალაძე აცხადებს, რომ ლექსოს გარდაცვალებას 5 ივლისის მოვლენებთან კავშირი არ აქვს და მას პოლიტიკურად ანგარიჟებული ადამიანები პირადი ინტერესების გასატარებლად იყენებენ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ეს ბრაზი სად წავიღო“ - გარდაცვლილი ოპერატორის ცოლის პირველი კომენტარი
VIDEO: უმძიმესი კადრები - ლექსო ლაშქარავას ცხედარი სახლში გადაასვენეს