Digest Logo

შსს-სთან ჟურნალისტების აქცია მიმდინარეობს

1626349438
ჟურნალისტების აქცია

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მედიის წარმომადგენლების მდუმარე საპროტესტო აქცია დაიწყო. უწყების წინ შეკრებილი არიან სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები და მათ მოტანილი აქვთ ტელეკომპანია „პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტო.

აქციის მონაწილეები იმ პირების დასჯას ითხოვენ, რომლებიც ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„გომელაურის უწყება არის პირველ რიგში ის უწყება, რომელსაც სურვილი, რომ ჰქონოდა, უნდა შეეჩერებინა ის სასაკლაო, რომელიც 5 ივლისს მოაწყვეს. შესაბამისად მოვედით აქ და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად მივალთ ყველგან, ხმას ყველა მათგანს მივაწვდენთ, ყველგან ვიქნებით როგორც ეთერებში, როგორც სტუდიებში, ასევე ქუჩაში, იმიტომ რომ მათ აიღონ ეს პასუხისმგებლობა და შეიგნონ, რომ სწორედ ისინი არიან დამნაშავეები“, - აღნიშნა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ.

❕ასევე დაგაინტერესებთ:

„მამაოები ყველანაირად ასრულებდნენ მოვალეობას, რომ არ მომხდარიყო ძალადობა და ეფარებოდნენ"- მეუფე თეოდორე

„ვიდეოჩანაწერები, რომლებიც გასაჯაროვდა, იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარღვევა"- მიხეილ რამიშვილი

VIDEO: ბათუმში კაცმა ბენზინი გადაისხა და დანით თვითდაზიანება მიიყენა