ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ტელეკომპანია „პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას ერთ-ერთ ყველაზე დიდ დარღვევას უწოდებს.
„ნებისმიერ სიტუაციაში, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს ძალადობის ფაქტზე და მით უმეტეს, როდესაც საქმე აღიძრა, პირები საავადმყოფოში იყვნენ მოთავსებულები, ექსპერტიზა უნდა დაწყებულიყო და პირების შემოწმება უნდა მომხდარიყო. როგორი დაზიანებები ჰქონდათ მიღებული? რა პრეპარატებს იღებდნენ.? და ასე შემდეგ. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც გასაჯაროვდა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარღვევა. თუ გავითვალისწინებთ იმ სათვალთვალო ვიდეოკამერებს, სად იყო, რა პერიოდში იყო, როდის იყო გადაღებული, არის თუ არა შეხებაში? ყველაზე გასაკვირი არის ის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში თუ გავითვალისწინებთ, უმეტესწილად ყველგან არის ისეთი სათვალთვალო კამერები, რომელიც ხმა არ იწერება. ჩანაწერები ძალიან კარგად და მობილიზებულად არის გაკეთებული, როდესაც ერთ-ერთ ჩანაწერში საუბარია „ნარკანზე“. ყველანაირი სტანდარტი დარღვეულია, როდესაც საქმეს იძიებ ყველა საგამოძიებო მოქმედებები არ უნდა გაასაჯაროვო, არ უნდა მიაწოდო ყველა ინფორმაცია თუ რა ქმედებებს ახორციელებს. გამოდიხარ და აწვდი ინფორმაციას, რომ რატომღაც „ნარკანს“ ეძებს ადამიანი. რისთვის ? რატომ? რაღაცის გადაფარვა ხდება“, - აღნიშნა რამიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
✅ასევე დაგაინტერესებთ:
„ხელისუფლება გაქცევის რეჟიმზე გადავიდა... ეშინიათ თავისუფალი ჟურნალისტების კითხვების"- ნოდარ მელაძე
„ასე თუ შევაშინებდით ჟურნალისტები, ნამდვილად არ მეგონა"-ინგა გრიგოლია
VIDEO: ბათუმში კაცმა ბენზინი გადაისხა და დანით თვითდაზიანება მიიყენა