Digest Logo

„სინოფარმით” და „სინოვაკით” აცრილ მგზავრებს დღეიდან აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა შეუძლიათ

1636380519
მგზავრობა

8 ნოემბრიდან ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ) 33 ქვეყნიდან სრულად ვაქცინირებული პირებისთვის საზღვრებს გახსნის. აშშ მიიღებს ნებისმიერ ვაქცინას, რომელიც დამტკიცებულია რეგულარული ან გადაუდებელი გამოყენებისთვის აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ესენია: Pfizer, Moderna, Johnson & Johnson, AstraZeneca და ასევე ჩინური Sinopharm და Sinovac ვაქცინები.

თუმცა, ვაქცინაციის მიუხედავად, მგზავრებს მაინც მოუწევთ PCR ტესტის წარდგენა. ქვეყანაში შესასვლელად მგზავრებს მოეთხოვებათ სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის და PCR ტესტის წარდგენა. ასევე საჭირო იქნება რეგულაციების დაცვა და, შესაბამისად, ნიღბის ტარება, მაგრამ კარანტინი სავალდებულო არ იქნება. თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მოქალაქეებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების არავაქცინირებული ბავშვები დაექვემდებარებიან ტესტირების უფრო მკაცრ მოთხოვნებს.

2 წლის ასაკიდან ბავშვებისთვის, რომლებიც მიემგზავრებიან აშშ-ის მიმართულებით, სავალდებულოა უარყოფითი ტესტის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა. „ავიაკომპანიებს ვაცნობეთ, რომ ვაქცინები, რომლებიც ავტორიზებულია/დამტკიცებულია აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ ან შედის ჯანმოს მიერ გადაუდებელი ავტორიზაციამინიჭებული ვაქცინათა სიაში, დააკმაყოფილებს აშშ-ში მოგზაურობის კრიტერიუმებს", - განუცხადა USA TODAY-ს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) სპიკერმა, კეიტლინ შოკიმ.

FDA-მ დაამტკიცა სამი COVID-19 ვაქცინა პანდემიის დროს გადაუდებელი გამოყენებისთვის: Moderna, Johnson & Johnson და Pfizer-BioNTech, რომელთაგან უკანასკნელმა მიიღო FDA-ს სრული ავტორიზაცია. ჯანმოს მიერ გადუდებელი მოხმარების სიაში ასევე შედის Oxford-AstraZeneca/Covishield, Sinopharm და Sinovac ვაქცინები. აშშ-მა 20 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ნოემბრის დასაწყისში შემოიღებდა საერთაშორისო საჰაერო მოგზაურობის ახალ სისტემას, რომელიც ხელმისაწვდომს გახდიდა მგზავრობას უცხო ქვეყნის ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის.

თავდაპირველი განცხადება არ მოიცავდა დასაშვები ვაქცინების სიას. ამ დრომდე აშშ-ში მოგზაურობა მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობისთვის შეზღუდული იყო. აშშ-ში მოგზაურობაზე შეზღუდვები 2020 წლის დასაწყისში დაწესდა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: გორში კაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა

🔵„რა 600 ლარი დავკარგე, მომეცადა... დაბუსტვას ვაპირებ, მესამე აცრაზე აფერი არაა? რავა, წახალისება წესიერებს არ სჭირდებათ?“ - ნინო კვაჭანტირაძე

🔵VIDEO: მამა ნიკოლოზმა აბაზანის სარკმელიდან მრევლს „პაკო რაბანეს“ სუნამო გადმოაფრქვია

🔵„ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში სიკვდილით დასჯას ჩემთვის აღადგენდნენ“ - მიხეილ სააკაშვილი

🔵ზოდიაქოს 3 ნიშანს ნოემბერში ზღაპრული დღეები ელის

🔵„მუდმივად სიყვარულს ვეძებ, ამ შემთხვევაში კი ამის წინააღმდეგ მივდივარ..." - რატომ ატირდა ნელი აგირბა გადაცემის ჩაწერის დროს

წყარო: imedinews.ge