Digest Logo

„ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში სიკვდილით დასჯას ჩემთვის აღადგენდნენ“ - მიხეილ სააკაშვილი

1636368729
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას სიკვდილით სჯიან.

„ვერ წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ საქართველოში სიკვდილით დასჯას აღადგენდნენ და, ბედის ირონიით, აღადგენდნენ ჩემთვის.

1998 წელს, მაშინდელი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. ჩემი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველოში სიკვდილით დასჯის სამუდამოდ გაუქმების თაობაზე. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ, საქართველოში სიკვდილით დასჯას აღადგენდნენ და ბედის ირონიით, აღადგენდნენ ჩემთვის.

არაუშავს, ყველაფერი ხდება, მაგრამ ბოროტი ვერასდროს ვერ სძლევს კეთილს. აქვე, მინდა, მივმართო ყველას. მეგობრებო, მე საპყრობილეში ჩავჯექი და ვშიმშილობ არა იმის გამო, რომ ეს იყოს მთავარი თემა. მე არ გავმხდარვარ ივანიშვილის მძევალი იმისთვის, რომ მთავარი თემა ჩემი უკან გამოხსნა ყოფილიყო. ცხადია, ამაში არც ლოგიკაა და არც რაციონალურობა. მე დავბრუნდი, ნებაყოფლობით მძევლობაში, ჩავბარდი და ახლა სიკვდილამდე ვაპირებ შიმშილს, რომ ჩემი მაგალითით წვლილი შევიტანო ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაში, მისი ევროპული გზის შენარჩუნებაში და რუსული ოლიგარქატის კლანჭებიდან გამოხსნაში.

ამიტომაც, სრულიად მიუღებელია და ყველას ვთხოვ, ნუ აქცევს ჩემი ჯანმრთელობის თემას დღის წესრიგის მთავარ საკითხად, ნუ გადააფარინებს სააკაშვილის შიმშილობის თემას მთავარ ჩვენს მიზანს: მოპარული არჩევნების და ხელისუფლების ქართველი ხალხისთვის დაბრუნების თემას. ჩემი შიმშილობა არის ამის მიღწევის საშუალება და არ შეიძლება, საშუალება უფრო წინ დავაყენოთ, ვიდრე მიზანი.

და ბოლოს, ჩემთვის, როგორც ქართველი მართლმადიდებელთათვის, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და კეთილისმყოფელი დღე იყო. დიდი მადლობა მეუფე ნიკოლოზს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩემი ზიარებისთვის", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ზოდიაქოს 3 ნიშანს ნოემბერში ზღაპრული დღეები ელის

🔵„სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, აღსარება ჩააბარა და მიიღო წმინდა ზიარება“ - მეუფე ნიკოლოზი

🔵„მუდმივად სიყვარულს ვეძებ, ამ შემთხვევაში კი ამის წინააღმდეგ მივდივარ..." - რატომ ატირდა ნელი აგირბა გადაცემის ჩაწერის დროს

🔵„სააკაშვილს გლდანის ციხეში თუ გადაიყვანთ, ვვარაუდობ უარესი გელით“ - გიორგი მშვენიერაძე

🔵მეუფე ნიკოლოზი ციხეში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

🔵უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

🔵„კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად“ - ცაგარელის დღის რჩევა

წყარო: tvpirveli.ge