Digest Logo

სუნთქვა არ შეგეკრათ დღეს... რატომ უწყობთ ოჯახი ხელს რომ თქვენი შვილები დაიხსნათ ამ უსასტიკესი დანაშაულიდან, ღვთის რისხვის მაინც არ გეშინიათ? - ნიკო კვარაცხელიას ოჯახის განცხადება

1640622932
ნიკო კვარაცხელია

ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას ოჯახი მორიგ განცხადებას ავრცელებს. ოჯახი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მკვლელობაში ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას ეხმაურება.

„დღეს ჩვენი ოჯახი კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად, აბსურდის თეატრის მომსწრენი გავხდით, წარმოიდგინეთ ჩვენი მდგომარეობა როდესაც ტელევიზიით ვიხილეთ ორი - „ადამიანი“ თავაწეული, რომლებიც ერთმანეთს უდასტურებდნენ აბსურდს, ისინი ჩემს შვილს არ იცნობდნენ, და დღემდე მკვლელობის მოტივს არ ასახელებენ ვერც ეს ორი და ვერც შესაბამისი სტრუქტურები, საქმე გამოძიებულია? ვისი მფარველობის ქვეშ არიან ეს ესენი???
რომ თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ. უფლებადამცველები ამაყად საუბრობენ მათ თითქმის უდანაშაულობაზე.

ნიკოს საქმისთვის ჩვენ არ გვყოლია ადვოკატი რადგან არ ვფიქრობდით რომ ნიკოს დაცვა სჭირდებოდა, უმძიმესი კადრები იხილა ჩვენმა საზოგადოებამ.

მინდა მოვუწოდო ჭელიძის და კაველაძის ოჯახებს თქვენ, თქვენმა მაღალანაზღაურებადმა უფლებადამცველებმა გაგაცნეს საქმე, თქვენ იცით მკვლელიც დამკვეთიც და თანამონაწილეც სუნთქვა არ შეგეკრათ დღეს, როდესაც თქვენი შობილი ეგრეთ წოდებული ადამიანები იხილეთ ამ აბსურდის თეატრში თანამონაწილედ, თქვენ ხომ ყველაფერი იცით ვინ და რა გარემოებაში ჩაიდინა დანაშაული. რატომ უწყობთ ოჯახი ხელს რომ თქვენი შვილები დაიხსნათ ამ უსასტიკესი დანაშაულიდან, ღვთის რისხვის მაინც არ გეშინიათ?

გაუსაძლისია ჩვენი ყოფა, ვთხოვ იმ სტრუქტურას, განმსჯელს, რომ იმოქმედით კანონის შესაბამისად, ჩვენთვის ყველაფერი ნათელია, ნურავინ ეცდება ამ საქმის კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვებას, ჩვენ არ გავჩერდებით სანამ სიმართლე არ გაჟღერდება..." - ნათქვამია ნიკო კვარაცხელიას ოჯახის განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს 27 დეკემბერს 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა ბრალდებულმა აკო ჭელიძემ სასამართლო პროცესზე აღიარა. როგორც ჭელიძემ განმარტა, ის თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს, კერძოდ, ის ბრალის ფორმულირებას ჯგუფურ ნაწილში არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მას თანამზრახველი არ ჰყოლია.

15 სექტემბერს პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ვერაზე ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ნიკო კვარაცხელიას დედის წერილს წაგიკითხავთ...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

🔵 ნიკო კვარაცხელია და მისი საცოლე თბილისში ქორწილის გადახდას, შემდეგ კი საზღვარგარეთ წასვლას გეგმავდნენ - საცოლის პირველი კომენტარი

🔵„მაპატიე, მომავლის ბიჭო, რომ ასე დამაგვიანდა... ვეღარ მოვასწრებ შეცდომის გამოსწორებას“ - რას წერს გეგეჭკორი?

🔵„ამდენ სირთულეს ჩემ თავზე ვიღებ და სულ ფეხებზე მკიდია ვინ რას იტყვის!“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე