ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და 22 წლის ახალგაზრდა ბიჭის შესახებ გადაცემას აანონსებს.
როგორც მისი სტატუსიდან ვიგებთ, ხვალინდელ გადაცემაში ნიკოს დედის წერილს წაიკითხავს.
„ნიკო კვარაცხელიას დედის წერილს წაგიკითხავთ ხვალ, სხვა ნანუკაში“- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ვერაზე ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა.
მკვლელობა, სავარაუდოდ, ნიკა კვარაცხელიას მამის, ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას საქმიანობას უკავშირდება. არსებობს მოსაზრება, რომ მკვლელობის შეკვეთა სხვა ქვეყნიდან მოხდა.
ის დღე დაკრძალეს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მოეშვით კოვიდგადატანილების ორჯერ და სამჯერ აცრას“ - იაგო ფრანგიშვილი საგანგებო მიმართვა