Digest Logo

ტაქსიში თამბაქოს მოწევა აიკრძალება

1638349352
ინფიცირებული ტაქსი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე  „თამბაქოს კონტროლის შესახებ“  შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომლითაც  უფრო ეფექტიანად განისაზღვრება და მოწესრიგდება მთელი რიგი სამართლებრივი ურთიერთობები თამბაქოს კონტროლის სფეროში. 

ერთ-ერთი ინიციატორის, ვლადიმერ კახაძის განცხადებით, თამბაქოს მოწევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მართალია აკრძალული იყო, მაგრამ კანონპროექტში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ცნებას ახალი სახეები - ტაქსი, საბაგირო და სანაოსნო ტრანსპორტი დაემატება.

საკუთარ სატრანსპორტო საშუალებაში იკრძალება სიგარეტის მოწევა, როცა აღნიშნული ტრანსპორტში არასრულწლოვანი იმყოფება.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონის აღსრულების პროცესში გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ახლებურ სამართლებრივ რეგულირებას, ხოლო აღნიშნული კანონის ცალკეული ნორმები გარკვეულ კორექტირებას საჭიროებენ.

გარდა ამისა, თამბაქოს კონტროლის სფეროში გამოიკვეთა ცალკეული სამართლებრივი ურთიერთობები, რომელთა მოწესრიგება აუცილებელია“, - განაცხადა მომხსენებელმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილმა მკერდით „მხატვრის“ ამ „შედევრში“ რომ ბიუჯეტის ფული გადაიხადა და „ნაცები“ რომ საქმეს მაინც პიჯაკების საქმეს ეძახით, მაგ უტიფრობაში გენაცვალეთ ყველას!

🔵„80 გარდაცვლილი დღეში და ვითომ არაფერი ისეთი არ ხდება, რაზედაც უნდა იყოს ყველაზე დიდი განგაში...“ - მერაბ სეფაშვილი

🔵დღეს ნეპტუნი დირექტიული ხდება - რას გვიმზადებს დღეიდან კოსმოსი

🔵„ამ წელიწადს დაიბადებიან ისეთი ბავშვები, რომლებიც წესით, არ უნდა დაბადებულიყვნენ“ - 2022 წლის პროგნოზი სოფიო ბზეკალავასაგან