Digest Logo

თბილისი-ბათუმის რეისის მგზავრთა ნაწილს რკინიგზა ბილეთის თანხას უბრუნებს – რა მოხდა მატარებელში

1626850490
რკინიგზა

„საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი, დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში წერს, რომ  ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებლის ორ ვაგონში მოულოდნელად კონდიცირების სისტემა გაითიშა. შექმნილი დისკომფორტის გამო „საქართველოს რკინიგზა“  იმ ვაგონის მგზავრებს, სადაც პრობლემა შეიქმნა, თანხას სრულად დაუბრუნებს.

„ძვირფასო მეგობრებო, დღეს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ორ ვაგონზე მოულოდნელად გაითიშა კონდიცირების სისტემა. სამატარებლო ბრიგადის არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ გზაში ვერ მოხერხდა აღნიშნული ხარვეზის გამოსწორება. ზესტაფონის სადგურში ამ ორი ვაგონიდან ჩამოვიყვანეთ მგზავრები და სხვა მატარებლით წავიყვანეთ ბათუმის მიმართულებით. პირადად ჩავედით მე და ჩემი კოლეგები ადგილზე, მგზავრებს უშუალოდ გავესაუბრეთ, ავუხსენით სიტუაცია. მინდა თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ისინი გაგებით მოეკიდნენ არსებულ პრობლემას. კიდევ ერთხელ ვუხდი ყველა მგზავრს ბოდიშს, ვისაც დისკომფორტი შეექმნა. აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული რეისის იმ ვაგონის მგზავრებს, სადაც გაითიშა კონდიცირების სისტემა - საქართველოს რკინიგზა სრულად დაუბრუნებს ბილეთში გადახდილ თანხას. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს",- წერს „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი, დაჩი ცაგურია.

✅ასევე დაგაინტერესებთ:

მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა, ცოლის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა - სასტიკი მკვლელობა

„ქვეყანაში იურიდიული სამართალი არ არსებობს" - რას ამბობს ირინა სარიშვილი

„სინოვაკის“ ვაქცინის მერე ანტისხეულები რომ იკლებენ, მაგ ტრენდულ პანიკაზე ორიოდ სიტყვა“