
Georgian Airways-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელსაც თბილისიდან ვენის მიმართულებით ფრენის დროს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა.
არსებული ინფორმაციით, ლაინერს პრობლემა შასის გაუმართაობის გამო შეექმნა.
„დაჯდა თვითმფრინავი, საათია და 50 წუთია ქალაქის თავზე დაფრინავს. ძალიან ვინერვიულეთ. გადავრჩით. როგორც ვიცით შასი არ შეიკეცა და ამიტომ წვავდა საწვავს დიდი ხანი“, - განაცხადა ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრის ოჯახის წევრმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: მომენტი, როდესაც ლაშა ტალახაძე აუზში ხტება - სახალისო ვიდეო