Digest Logo

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში ტრანსპორტი 1-ელ მარტამდე არ აღდგება

1611306594
მეტრო და ავტობუსი

სკოლების გახსნა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა 1-ლი მარტიდან იგეგმება, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 1-ლი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.

პირველ მარტამდე ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა „კომენდანტის საათის“ სახით ძალაში რჩება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

„1-ელ მარტამდე ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა, კერძოდ „კომენდანტის საათი“ საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სხვადასხვა შეზღუდვებთან ერთად, „კომენდანტის საათი“ რამდენიმე თვეა მოქმედებს.

პირველ მარტამდე „კომენდანტის საათი“ ძალაში რჩება