თავკვეთულას მონასტრის ბერმა იოანემ „ფორმულას“ ჟურნალისტს დღეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სასულიერო პირი იმ შეკითხვებმა გააღიზიანა, რომელიც ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან უკანონო და თვითნებურ მშენებლობებს ეხება
მომხდარზე ოფიციალური კომენტარი საქართველოს საპატრიარქოს არ გაუკეთებია, ხოლო ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ფორმულას ეთერში განაცხადა რომ ტელევიზორში ნანახით დასკვნას ვერ გააკეთებს თუმცა საკითხს აუცილებლად გაარკვევს.
„მე რაც ვნახე ტელევიზორში, ეს არის იმის საფუძველი, რომ ეს საკითხი გავარკვიო თუმცა, მხოლოდ ამ კადრებით ვერაფერს დავასკვნი“, - განაცხადა მეუფემ და იქვე დასძინა რომ მშენებლობასთან დაკავშირებით დასმულ ნებისმიერ კითხვას პასუხს გასცემს და ჟურნალისტებს თავად დაეხმარება სრულყოფილი მასალების მოძიებაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
VIDEO: „წადით, თქვენი დედა ვატირე!.. იდი ნა**ი რაა!.. “ - ბერი იოანე ჟურნალისტს
ვისაც არ უნდოდა, მაინც არ იცრება, ერთმანეთი ხომ არ უნდა დავჭამოთ - მეუფე იაკობი
„ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იხსნის ჩვენს სულებს სიკვდილისგან“ - საკვირაო ქადაგება