ვინც აიცრა, ის სხვას რომ ეჩხუბება რატომ არ იცრებიო, იმას რა აწუხებს, თვითონ ხომ აიცრა? - ვისაც არ უნდოდა, მაინც არ იცრება. ერთმანეთი ხომ არ უნდა დავჭამოთ?“- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მარიამობის დღესასწაულზე ქადაგებისას ბრძანა.
როგორც მეუფე იაკობი აღნიშნავს, ადამიანს ვერ დააძალებ გააკეთოს ის, რაც არ უნდა, „ნებისმიერი ასეთი იძულება, სიკეთის მომტანი არ არის“.
„ზოგადსაკაცობრიობაზე არ დამიწყონ საუბარი, რომ თურმე, ყველაზე ზრუნავენ. აიცრა და შენ დაავადებული კაციც ვეღარ დაგაავადებს. ვინც არ აიცრა, იმან იცის, რომ შეიძლება დაავადდეს. დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი ავადდება, შეხედეთ, რა ხდება. ვინც იპრანჭებოდა და არ იცრებოდა, იმათ დაიწყეს აცრა, ვისაც არ უნდოდა, მაინც არ იცრება“, – აცხადებს მეუფე
მისივე თქმით, საზოგადოება გახლეჩილია და ერთმანეთი არ უნდა ვაკრიტიკოთ.
„შენი არჩევანია, უფალთან შენ ხარ პასუხისმგებელი, სხვას სხვანაირად სწამს. ეს ისედაც გახლეჩილი საზოგადოება, კიდევ არ გავხლიჩოთ“, - აღნიშნავს მეუფე იაკობი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ვხედავ აფხაზეთს წყალი წაიღებს - კაკულია
„ინიექციას სულთან კავშირი არ აქვს - როგორც ადრე მწამდა ღმერთის ვაქცინის შემდეგაც იგივენაირად მწამს“
„ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იხსნის ჩვენს სულებს სიკვდილისგან“ - საკვირაო ქადაგება