თბილისში ცნობილი „კანონიერი ქურდი“ ჯემალ შავლაძე 82 წლის ასაკში დაიღუპა. ის გასულ კვირას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს, ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ წერს.
„კანონიერი ქურდი“ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შედეგად თემქაზე, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შავლაძეს კრიმინალურ წრეებში „ჩაი-ჩაის“ მეტსახელით იცნობდნენ.
„ჩაი-ჩაი“ „კანონიერ ქურდად“ 28 წლის ასაკში, 1966 წელს ირაკლი იშხნელმა და გურამ მდივანმა „მონათლეს.“