Digest Logo

წერილი ციხიდან - რას წერს ზურაბ ზვიადაური მოკლული ნიკა კენჭოშვილის ოჯახს

1629472795
ზვიადაური

დღეს ადვოკატები ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს შეხვდნენ.

ციხიდან ზურაბ ზვიადაურის ადვოკატებმა დაკავებული ჩემპიონის წერილი გამოიტანეს. ზურაბ ზვიადაური დაპირისპირებული მხრიდან მოკლულ ნიკა კენჭოშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„მან მიუსამძიმრა კენჭოშვილების ოჯახს. თქვა, რომ მისი მდგომარეობა უკიდურესი იყო, თორემ არავის სიკვდილი, არავის გაუბედურება და არავის დაზიანება არ სურდა. გულწრფელად განიცდის, გულწრფელად ნანობს, ისევე როგორც გული შესტკივა თავის ძმისა და თავისი ახლობლის სიკვდილზე, ისე სტკივა გული მას ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო და ისევ იგივე პოზიციაზეა. მოწმეებს ჩვენს გამოვკითხავთ, ვიმუშავებთ ამ მიმართულებით იმისათვის, რომ რეალობა დადგინდეს იმიტომ, რომ არ არის ჯერჯერობით მოწმეთა ბაზა ამოწურული და დაკითხული ყველა. დავეხმარებით გამოძიებას მოწმეთა ბაზის დადგენაში, მტკიცებულების მოძიებაში და დადგენაში", - აცხადებს ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი.

ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების განცხადებით, ოლიმპიური ჩემპიონის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა მას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს.

დღესვე, ზურაბ ზვიადაურის უფლებადამცველებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიართეს.