ივანე ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 თვის ჩვილი დაიღუპა. ინფორმაციას კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე ადასტურებს.
მისი თქმით, ახალშობილი კლინიკაში 5 დღის წინ შეიყვანეს და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
„დაბადებული იყო დღენაკლული. ჰქონდა დაბალი წონა. ბავშვი მართვით სუნთქვაზე იყო, როცა ჩვენთან სხვა კლინიკიდან გადმოვიდა. მას ჰქონდა კომბინირებული ურთულესი მანკი. ერთი ჩარევა უკვე გაკეთებული ჰქონდა ერთი თვის ასაკში. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო და წუხელ ღამით გარდაიცვალა“, - აღნიშნა მაია ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ციციშვილის კლინიკაში კოვიდით ორი ჩვილი გარდაიცვალა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ორმაგი ინფექციის პირველი შემთხვევა დადასტურდა“ - ზაზა წერეთელი
🔵ალექსანდრე ზაზარაშვილმა ამერიკიდან დედას საოცნებო მანქანა აჩუქა