საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სილამაზის სალონები გააგრძელებენ ჩვეულ რიტმში მუშაობას.
მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ შექმნილი ახალი რეგულაციები იმოქმედებს 2 თვის განმავლობაში და მისი მიზანი ინფექციის გავრცელების შემცირება იქნება.
აგრეთვე, პრემიერის ინფორმაციით, ინფექციის გავრცელების შემცირება გამოიწვევს ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლისა და ინფიცირებულების ლეტელობის შემცირებას.