Digest Logo

ცნობილია, გახდა თუ არა ნანუკა დეპუტატი

1/11/2020 • 20:29
ნანუკა ჟორჟოლიანი პოლიტიკაში 2020

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი თავის კონკურენტთან პირველივე ტურში დამარცხდა და დეპუტატი ვერ გახდა.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებისთვის 50%-ზე მეტის დაგროვება იყო საჭირო.

სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის სამაჟორიტარო ოლქში პირველ ორ კანდიდატს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

გივი ჭიჭინაძე (ქართული ოცნება) - 51,02%;

ნანუკა ჟორჟოლიანი (ძალა ერთობაშია) - 31,52%.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სახელისუფლებო პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებმა 30 ოლქიდან 14-ში გაიმარჯვეს, დანარჩენ 16-ში კი მეორე ტური გაიმართება.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მანდატის გარეშე მოვაგვარებ თქვენს პრობლემებს - ჟორჟოლიანის მიმართვა ამომრჩეველს

ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი კომენტარი ეგზიტპოლის შედეგებზე

წყარო: www.radiotavisupleba.ge