„ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამავე პერიოდში დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა ძალაში რჩება.
„თბილისში, ბათუმში, რუსთავში ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
„კომენდანტის საათი“ ძალაში რჩება
ცნობილია გაიხსენება თუ არა 24 დეკემბრიდან ბაზრობები