Digest Logo

ცნობილია, რა შეზღუდვები მოიხსნება 24 დეკემბრიდან - გახარიას განმარტება

1608190044
ქალაქების ჩაკეტვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განმარტა თუ რა წერტილოვანი შეზღუდვები მოიხსნება 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით.

„ჩვენი ეკონომიკისა და მოქალაქეების გათვალისწინებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ყველა სახის შეზღუდვა იხსნება, გარდა ე.წ. კომენდანტის საათისა.

კერძოდ, იხსნება გადაადგილების შეზღუდვა, აგრეთვე, გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და მოლები.
თუმცა, გაკონტროლდება დიდი სიმკაცრით, რათა მოქალაქეებმა დაიცვან ეპიდემიოლოგების რჩევები“,- ამბობს გახარია.