Digest Logo

ცნობილია, რისკ-ჯგუფები, რომლებსაც ვაქცინაცია პირველ ეტაპზე ჩაუტარდებათ

1602494144
გამყრელიძე - 2020

საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 25 000 დოზა უკვე შემოვიდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გუშინწინ შემოვიდა და გუშინ დასაწყობდა გრიპის საწინააღმდეგო ოთხვალენტიანი ვაქცინის 25 000 დოზა, რომელიც დღეს უკვე განაწილდა თბილისსა და რეგიონებში. სახელმწიფოს 135 000 დოზაზე აქვს ხელშეკრულება, რომელთაგან დანარჩენი 110 000 დოზა შემოვა 23 ოქტომბრის შემდეგ“ , - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე ვაქცინა მაღალი რისკის ჯგუფის წევრებს გაუკეთდებათ. ესენია: ორსულები, მოხუცთა თავშესაფრების ბინადრები, ბაღების პედაგოგები და პერსონალი, შიდსის, ჰეპატიტისა და დიალიზის დიაგნოზით მკურნალობაში მყოფი პირები.

როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, სახელმწიფო მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყანაში გრიპის ვაქცინის კიდევ 100 000 დოზა შემოვიდეს. საერთო ჯამში კი საქართველოს, წინა წელთან შედარებით, აღნიშნული ვაქცინის გასამმაგებული რაოდენობა ექნება.