საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
16 იანვარი - 31 იანვარი ქვეყნის მასშტაბით აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტების, ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
„შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას“, - ნათქვამია საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.
🔘აგრეთვე წაიკითეთ
ეკლესიებში ახალი რეგულაციები ამოქმედდება
პანდემიასთან გმირულად მებრძოლი ექიმი დავკარგეთ! - ექიმის ემოციური წერილი
ცნობილია, როგორ აღნიშნავს საქართველო ახალ წელს პანდემიის პირობებში