„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ რა ზიანი შეიძლება მიადგეს ადამიანის ჯანმრთელობას ინფექციის მასშტაბური გავრცელების შედეგად, ასევე ვითვალისწინებთ ჩვენი მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, როცა ყველა ველოდებით ახალ წელსა და შობას, ამასთანავე ბიზნესს, რომლისთვისაც დეკემბერში აქტიური ფაზა იწყება. ჩვენი მიზანი არ არის დაწესდეს ისეთი შეზღუდვები და იმ ვადით, რომ ყველა ეს კომპონენტი ზარალში მოყვეს “, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა ეცდება, რომ მოქალაქეებმა ახალი წელი თავისუფლად აღნიშნოს.
„ამიტომ ჩვენ დავაკვირდებით პროცესს იმის მერე, რაც დავაწესებთ შეზღუდვებს და ვეცდებით, რომ მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლონ აღნიშნონ ახალი წელი“, - აღნიშნა მინისტრმა.
ინფორმაციისთვის, ახალი შეზღუდვების შესახებ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხვალ, 26 ნოემბერს, გახდება ცნობილი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 114 889 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 95 581 და გარდაცვლილია 1 085 ადამიანი.
⚪აგრეთვე დაგინტერესებთ:
შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი - ტიკარაძე
შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიზღუდოს - გამყრელიძე