
24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლის სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ მხოლოდ კოვიდ-უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ის მაღაზიებს მოუწოდებს სამუშაო დრო დილის 7:00 საათიდან დაიწყონ, რათა კარგად მართონ ხალხის ნაკადი.
აგრეთვე მოუწოდებს, ფასდაკლებები დააწესონ დილის საათებში, 7:00 - 8:00 საათისთვის, რათა დაიცვან ეპიდემიოლოგების რჩევები და დაიცვან დისტანცია.
„მაღაზიებს მოვუწოდებთ, რომ მალევე დაიწყონ სამუშაო პროცესი და ფასდაკლებებიც დილიდანვე ჰქონდეთ გამოცხადებული, რათა სწორად მართონ ხალხის ნაკადი. უნდა გავაანალიზოთ, რომ დილის საათებში უნდა მოხდეს მასების გადანაწილება, რათა იყოს ნაკლები მობილობა.
აგრეთვე, მასების კონტროლი ევალებათ სავაჭრო ოქბიეტებს და რიგების დარღვევაზე თავად იქნებიან პასუხისმგებლები“,- ამბობს ცქიტიშვილი.