ა და ბე ტიპის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში ნოემბრის პირველ ნახევარში შემოვა, - აღნიშნულ საკითხზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ისაუბრა.
ივანე ჩხაიძის თქმით, წელს სახელმწიფოს მიერ 230 ათას დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას რისკჯგუფში შემავალი ადამიანები უფასოდ გაიკეთებენ.
როგორც მედიკოსი ამბობს, ვაქცინის გასაკეთებლად საუკეთესო დრო ნოემბრის მეორე ნახევარია, რადგან ამ პერიოდში იწყება გრიპიანობის შემთხვევების მატება და პიკს დეკემბრის ბოლოს აღწევს. პროფესორის თქმით მნიშვნელოვანია აიცრან რისკჯგუფში შემავალი პაციენტები, რათა არ გართულდეს მათი მდგომარეობა და covid-19-ის პანდემიის პირობებში, გრიპის ვირუსის შემთხვევებმა ჯანდაცვის სისტემა არ გადატვირთოს.
წყარო: imedinews.ge