Digest Logo

„თვალები გაახილოს ხელისუფლებამ... კარგად მოუსმინოს ჟურნალისტებს"- ინგა გრიგოლია

1626436059
ინგა გრიგოია

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია ხელისუფლებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს და საერთაშორისო პარტნიორების და ჟურნალისტების მოსმენას ურჩევს. ინგა გრიგოლიას განცხადებით, უნდა დაისაჯოს ძალადობრივი პროცესის ორგანიზატორები და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველა პირმა, ვინც ეს ძალადობა არ შეაჩერა. 

"გამოფხიზლდეს, თვალები გაახილოს ხელისუფლებამ, კარგად მოუსმინოს ჟურნალისტებს და კარგად დააკვირდეს იმ უმწვავეს რეაქციებს, რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან მიიღეს. სანამ არის დრო, იფიქრონ ამ ქვეყანაზე და არ დატოვონ ჩვენი ქვეყანა მართლა იზოლაციაში ყოველგვარი საერთაშორისო მხარდაჭერის და დახმარების გარეშე. გამოფხიზლდნენ, არც ერთი სავარძელი არ ღირს ამად. დღეს რომ დაიწყეს ჩხრეკა, სად იყვნენ ამდენი ხანი? სანამ არ გაკეთდა განცხადებები უმწვავესი, სად იყვნენ ამდენი ხანი? ან ვინმე ფიქრობს, რომ ეს ჩხრეკა და ორიოდე ადამიანის დაპატიმრებაა მნიშვნელოვანი? უნდა დაისაჯოს ყველა ორგანიზატორი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ყველამ, ვისაც შეეძლო, შეეჩერებინა ძალადობა და არ შეაჩერა. ჩვენ არ გავჩერდებით! ვთქვი გუშინაც, თან საქმე, თან ქუჩა, თან პროტესტი და თან გადაცემები", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

✅ამავე თემაზე:

„ასე თუ შევაშინებდით ჟურნალისტები, ნამდვილად არ მეგონა"-ინგა გრიგოლია

„ვინც არ იცის რა განცდაა ,როცა შენს თანამშრომლებს ასისხლიანებენ, ვერასდროს გაიგებს ჩემს დღევანდელ სადარდებელს"- ინგა გრიგოლია

„ჟურნალისტური ოჯახის ერთიანობა და პროტესტის გადამდები ძალა"-ინგა გრიგოლია