ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ჟურნალისტებზე, მის თანამშრომლებსა და გარდაცვლილ ოპერატორზე წერს. ამბობს, რომ ადამიანი, რომელმაც არ იცის რა განცდაა კოლეგის დაკარგვა და არ იცის რას ნიშნავს ჟურნალისტური ოჯახი, ვერასოდეს გაუგებს მის პოზიციასა და სადარდებელს.
„ვინც არ იცის,რა განცდაა ,როცა შენს თანამშრომლებს ასისხლიანებენ, ახალგაზრდებს, პატარებს და საყვარლებს , შვილებივით რომ გყავს და სახელმწიფო თითს არ ანძრევს მათ დასაცავად... როცა ნაცემი ოპერატორი რამდენიმე დღეში გარდაიცვლება, უყურებ, როგორ იტაცებენ ცხედარს და მერე როგორ აშავებენ ბინძური მეთოდებით. ვინც არ იცის, რას ნიშნავს, როცა შენი გუნდი, ლამის ომში ნამყოფი, ნაცემი და გაბრაზებული , რამდენად შეურაცხყოფილია. ვინც არ იცის, რას ნიშნავს გუნდი და რას ნიშნავს ჟურნალისტური ოჯახი. ვინც არ იცის, ეს რა განცდა და ტკივილია, ის ვერასდროს გაიგებს ჩემს დღევანდელ სადარდებელს და პოზიციას. ამიტომ ნუ იწუხებთ თავს ჩემზე შეტევით)))) არც ერთი წამით არ მიფიქრია, რომ სპეცოპერაცია, რომელიც ქართულ მედიას მოუწყვეს, ასე მშვიდად, ვითომ არაფერი მომხდარა, გამეტარებინა. ეს ის ამბავია, რომელსაც მხოლოდ ერთი გზა აქვს-პასუხი აგოს ყველა დამნაშავემ.! ვისაც არ მოგწონთ ჩემი პოზიცია დღეს და მერჩით, როდის ვიყავი სხვანაირი? -არც არასდროს! ამიტომ ნუღარ იწუხებთ თავს ჩემი დამუნათებით. ამ საქმეში,ამ რეალობაში, გზა უკან არ არსებობს. აღარ დაგვიტოვეს",- წერს სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლია.
🔴ასევე დაგაინტერესებთ:
17 ივლისს, პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართება