თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მიმდინარე თვის ბოლომდე შესაძლოა, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 3 000-ს გასცდეს.
მისივე თქმით, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
„ინფიცირების მაჩვენებელი, ჯერჯერობით მზარდია. ეპიდემიოლოგებისა და სპეციალისტების პროგნოზით ნოემბრის ბოლომდე ეს მატება შეიძლება გაგრძელდეს და ყოველდღიურმა შემთხვევბმა 3000-ს გადააჭარბოს.
ბუნებრივია, ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს ქვეყანას, ჯანდაცვის სექტორს და ამ ეტაპზე პირველ რიგში კლინიკურ სექტორს, რამეთუ ავადმყოფების გაზრდილი რაოდენობა ეს არის პირდაპირი დატვირთვა კლინიკური სექტორისთვის.
ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ხვედრი, ყოველდღე მსოფლიოში მყარდება ახალი შემთხვევების რეკორდები. რა უნდა გავაკეთოთ „ლოკდაუნის“ არ გამოცხადების პირობებში. საზოგადოების მობილიზაცია უნდა მოხდეს, რომ ყველამ მკაცრად შევასრულოთ დაწერილი რეგულაციები“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვლიდან 11 ნოემბრის ჩათვლით, ქვეყანაში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 66 561-ს შეადგენს.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
აქციების შედეგებს 1 კვირის შემდეგ დავინახავთ - გამყრელიძე
„ჩემზე კარგად გაისეირნეს“, ვირისგან წიხლი საწყენი არაა... - გამყრელიძე
სად უნდა დარეკოთ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის ერთჯერადი საშვის მისაღებად?