Digest Logo

„ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა, მენსტრუალური ციკლის ცვლილება…“- რას წერს ფხაკაძე

1621320954
გიორგი ფხაკაძე

„ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა, მენსტრუალური ციკლის ცვლილება… ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ბროშურებში არაფერია ნათქვამი, იმის შესახებ, რომ შეიძლება ქალებს მენსტრუალური ციკლის ცვლილება ჰქონდეთ.

შეიძლება გამოიწვიოს პერიოდის არევა, აგრეთვე, იყოს ძლიერი ან ზედმეტად მტკივნეული.

სწორედ ამ ამბავს აზიარებს სოციალურ ქსელში ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე და წერს, რომ ქვეყანაში სურს ჰქონდეს გამჭვირვალე და აპოლიტიკური ვაქცინა.

 

„საკმაოდ საინტერესოა და იმედია, ანტივაქსერები არ გადაატრიალებენ ამ ინფორმაციას!
„ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინის შესახებ უფრო ბევრი ინფორმაცია გვაქვს!

სხვა ვაქცინებზე, როგორიცააა ჩინური და რუსული, საერთოდ არ გვაქვს ინფორმაცია!

მინდა ღია, გამჭვირვალე და არა პოლიტიკური ვაქცინა ჩემ ქვეყანაში! – წერს ფხაკაძე.