
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 18 ივნისის ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს:
„ჰოროსკოპი 18 ივნისისთვის
მთვარის დღე – 21 / 22
მთვარის ფაზა – ბოლო მეოთხედი თევზებში
ვერძი
დღე წარმატებული და ნაყოფიერია. თქვენი აქტიურობა და შრომისუნარიანობა დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლასა და კოლექტივში პოზიციების გამყარებაში. არ გადაამეტოთ დატვირთვას — აუცილებლად გააკეთეთ პაუზები და დაისვენეთ. საღამო გაატარეთ მშვიდად, ძალების აღსადგენად.
კურო
თუ მნიშვნელოვან ან რთულ საქმეს გეგმავთ, დეტალებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ — შედეგი მათზე იქნება დამოკიდებული. მეტი იმეგობრეთ, იურთიერთეთ. დღეს დიდი შანსია საინტერესო ადამიანი გაიცნოთ ან მოგებიანი შემოთავაზება მიიღოთ.
ტყუპი
მოჭარბებული სიზარმაცე და უენერგიობა დღეს თქვენი მთავარი მტერია. დაასრულეთ ძველი საქმეები, რომ აღარ დაგჭირდეთ მათთან დაბრუნება. კარგი დროა ფინანსების გასამართად: გადაიხადეთ გადასახადები, გადახედეთ ბიუჯეტს, დაალაგეთ ვალები.
კირჩხიბი
დღეს შეგიძლიათ ცოტა მოეშვათ. დაასრულეთ მნიშვნელოვანი საქმეები ან იმუშაოთ სახლში. საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება ადვილად გამოგივათ. პირად ურთიერთობებში ჰარმონია და სითბო იგრძნობა — ოჯახის წევრებთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგანიჭებთ.
ლომი
ყველაზე კარგად დღეს რუტინული, პატარა საქმეები გამოგივათ. მოაწესრიგეთ სამუშაო სივრცე, გადაჭერით დაგროვილი საკითხები. შესაძლოა ვიღაც ახლობელი თქვენი დახმარების საჭიროებაშია, მაგრამ რცხვენია თქვას — გამოიჩინეთ სითბო და ყურადღება.
ქალწული
რაც არ უნდა აკეთოთ, იყავით ყურადღებით. არის შეცდომის დაშვების რისკი. ინფორმაციის გამოტოვება ან არასწორად გაგებამ შეიძლება დაგაბნიოს. დღის მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი და უფრო პროდუქტიული იქნება. ეცადეთ, კომუნიკაციაში თავაზიანობა შეინარჩუნოთ.
სასწორი
დღეს ნუ გაამხელთ თქვენს გეგმებს და ნუ გაუზიარებთ იდეებს ყველას. თუ გიჭირთ, მიმართეთ საყვარელ ადამიანს მხარდაჭერისთვის. ემოციურად დატვირთული დღეა — ეცადეთ, არ დაკარგოთ პოზიტიური განწყობა და შეინარჩუნოთ სიმშვიდე.
მორიელი
დღე ემოციურად რთულია. კარგად დაგეგმეთ სიტყვები და მოქმედებები, მოერიდეთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს. დღეს შეგიძლიათ შეცდომა დაუშვათ, რაც მომავალზე იმოქმედებს. სჯობს საქმეების ნაწილი მეგობრებს ან კოლეგებს გადააბაროთ.
მშვილდოსანი
დღეს მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა მოგიწევთ. მზად იყავით მოულოდნელი საოჯახო პრობლემებისთვისაც. საღამოს გირჩევთ დაისვენოთ, თავშესაქცევად საყვარელი კერძი მოამზადეთ — დაიმსახურეთ მადლობა საკუთარი თავისგან.
თხის რქა
დღის დაგეგმვისას ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, კარგად აწონ-დაწონეთ თითოეული ნაბიჯი. ინტუიცია თქვენი საუკეთესო მრჩეველია — დღეს შესაძლოა გიშველოთ კიდეც შეცდომისგან. მეორეხარისხოვანი საქმეები გადადეთ და კონცენტრირდით მთავარზე.
მერწყული
მუშაობისას განსაკუთრებით ყურადღებით იყავით — შედეგი დეტალებზე იქნება დამოკიდებული. ეცადეთ, სამუშაო საათებში ყველაფერი დაასრულოთ და ზედმეტი პასუხისმგებლობა არ აიღოთ. საღამო დაუთმეთ იმაზე, რაც გიყვართ და გსიამოვნებთ.
თევზები
დღეს იმოქმედეთ ინტუიციურად და მარტივად მოერგეთ გარემოს. ნურც აჩქარდებით — სიჩქარე შეცდომებს გამოიწვევს. უკეთესია ნელა და ფრთხილად იმოქმედოთ. სხვისი დახმარება ვერ წაგადგებათ — საკუთარ ძალებს დაეყრდენით“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ლექტორებიც ამ სახელს მეძახდნენ...“ - როგორ შეერქვა ლევან ლელაშვილს „კიჭა“?
⭕ ნიცა თავაძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ უთბილეს ფოტოს აქვეყნებს