მომღერალ ვერიკო ტურაშვილის მამა ორი თვის წინ კორონავირუსისგან გარდაიცვალა. ამ ტრაგედიიდან ოჯახი ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გამოსული. ამის შესახებ ის ჟურნალ „სარკეს“ უყვება.
„მამაზე წარსულში ლაპარაკს ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე, ჩემთვის ძალიან რთულია. ვიზუალურადაც ძალიან ვგავარ მამას. შეიძლება, ამის გამოც ბავშვობიდან მამას გოგოს ტიტულით ვსარგებლობდი. მე უფრო მამისკენ ვიყავი, ჩემი უფროსი და – დედისკენ. გარკვეულ წლებში მამა იყო ჩემთვის ყველაზე დიდი სიყვარული, მოგვიანებით დავაბალანსე ეს სიყვარული დედასა და მამას შორის. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა“.
რომელია მამისგან მიღებული რჩევა, რომელიც ყველაზე ხშირად გაგახსენდებათ?
მთელი ცხოვრება მეუბნებოდა, შენთან მაქვს სალაპარაკოო. სულ ვგრძნობდი, რომ უნდოდა, რაღაც მნიშვნელოვანი ეთქვა, ან ჭკუა დაერიგებინა. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ არც ვიცი, მითხრა თუ არა ის, რაც უნდოდა.
რატომ იყო ვაქცინაციის წინააღმდეგი?
იმიტომ, რომ ვაქცინაციაზე ბევრი ცუდი ინფორმაცია ვრცელდებოდა თავიდან და ამ ამბებს აჰყვა. მამა ვაქცინაციაზე დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდა. მე და ჩემი და ვაძალებდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, ასაცრელად მიყვანილი კლინიკიდან გამოგვექცა და მხოლოდ დედა აიცრა. საბოლოოდ, როცა კორონავირუსის გამო ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, ნანობდა, რატომ არ ავიცერიო. ამბობდა, როგორც კი გამოვკეთდები, ავიცრებიო, მაგრამ არ დასცალდა…
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„საკუთარ მოსწავლესთან ფარული სასიყვარულო რომანით დაკავებულხართ?“ - ხვიჩა მაღლაკელიძის აღიარება
🔵„კორონავირუსი ექსპერიმენტულმა საღეჭმა რეზინმა შესაძლოა 95%-ით შეაჩეროს“ - გიორგი ფხაკაძე
წყარო: sarkenews.ge