მოძრაობა "ერის" დამფუძნებელი ლევან ვასაძე ამბობს, რომ მას ერთ-ერთი უიშვიათესი დაავადება დაუდგინდა, რომელიც მილიონში ერთ ადამიანს ემართება. ამის შესახებ ვასაძე ვიდეომიმართვაში საუბრობს. "ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებელი მიმართვაში რამდენჯერმე უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ ის სრულიად ჯანმრთელი იყო, ხოლო პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ იშვიათი დაავადება დაუდგინდა. ვასაძე არ გამორიცხავს, რომ ის "სამხედრო ან გასაიდუმლოებული ტექნოლოგიებით" მოწამლეს.
„დამიდგინდა მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მსოფლიოში. მე მას განზრახ არ დავასახელებ, რათა ამ კერძო სივრცეში არ შევიჭრა. ვიტყვი, რომ ეგ დაავადება ემართება სხვადასხვა ორგანოზე, მე მაქვს მხოლოდ გულზე",- წერს ვასაძე.
⭕ამავე თემაზე: