ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი სოციალურ ქსელში ვიდეო განცხადებას ავრცელებს. ის ცისარტყელას მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს მათი „ფერადოვნებაა და ვერავის დაუთმობენ“.
„ეს არის ნამდვილი ცისარტყელა. თითქოს დაემთხვა, მაგრამ ჩემთვის ამ დამთხვევას ძალიან დიდი ნიშანი აქვს. შარშან პატრიარქის ჯანმრთელობისთვის პარაკლისი გადავიხადეთ, 4000 მეტრის სიმაღლეზე. ეს არის სამების ტაძარი, მყინვარწვერის ფერდობზე. იქვე არის სასტუმრო, რომელსაც ცისარტყელა დაადგა. მინდა გითხრათ, რომ ვერავის ვერ დავუთმობთ. ვინც რა არ უნდა მოიგონოს, ეს ჩვენია. ჩვენი ფერადოვნებაა. ცისარტყელაში ძალიან ღრმა ქრისტიანული სიმბოლიკაა ჩადებული. ცისარტყელას 7 ფერი ეს არის ის 7 ნათელი სხივი, რომელიც თრგუნავს 7 მომაკვდინებელ ცოდვას. ეს არის წმინდა მამების განმარტება“,– ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
რატომ არ იღიმოდნენ ადამიანები ძველ ფოტოებზე?