Digest Logo

„ახლა დამაყურე შენე! ერთი საქანელაზე კონწიალობს, ერთი აჩხაკუნებს რაცხას...“ - იმერული ამბავი კეკელიძისგან

1625809512
გიორგი_ კეკელიძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმერეთში მომხდარი ამბის შესახებ წერს.

 

„ზემო იმერეთი და საერთოდაც იმერეთი, არის სიტყვა.

სხვაგანაც სიტყვაა, მაგრამ აქაური მოქცევა, ყველაზე მარტივ ამბებსაც „ლიტერატურად“ აქცევს - გზის მისწავლებაც კი დიდი პიესის პირველ ფრაზადაა ჩაფიქრებული.

ჰოდა, ხომ მივედით წუხელ ერთ ოჯახში, ბავშვებს მივუტანეთ ცოტა რამე. ეზო იყო დახრილი და ოღრო-ჩოღრო, როგორც წინადადებები სამანიშვილის დედინაცვალში.

დახრილი და უწერტილო - არსად მთავრდებოდა. შუაში იდგა პატარა სახლი და იმ სახლის გვერდით იდგა კიდევ სახლი და ყოფდა ღობე - შეუმჩნეველი, როგორც მობეზრებული შეყვარებულის ღიმილი.

იმ ღობის იქით იჯდა თხელი მოხუცი კაცი, ხელში ეჭირა ტელეფონი და სავაურაუდოდ, მეგობარს, იშვიათ სიახლეს ატყობინებდა. მძაფრი იყო მისი ხმა და იმაზე მაღალი, ვიდრე გეგმავდა.

„ახლა დამაყურე შენე! სულ არის ოთხი. ოთხი მევიდენ. მაიდან: ერთი საქანელაზე კონწიალობს, ერთი აჩხაკუნებს რაცხას, ორი არი ჩამომჯდარი“.

აი, ხომ არაფერი, თითქოს საერთოდ არაფერი, მაგრამ უცებ კლდიაშვილი-ჭეიშვილი-გაბრიაძე ჩამწკრივდნენ ამ სიტყვებში.

მარტოობასთან ბრძოლა და არაფრის ყველაფრად ქცევის ალქიმია. და თანაც, განა გარეგნობით აღგვწერა - მოქმედებით. და ზუსტად ვიცი, ის მეორეც მიხვდა ვინ ვიყავით და რა გვინდოდა, რა გვეცვა და როგორი ცხვირები გვქონდა. მხოლოდ იმ სიტყვებით.

ეს არის იმერეთი. ამიტომაც მიყვარს“,- წერს კეკელიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

24 წლის ასაკში დაოჯახება, განშორება და რომანი მეგი გოგიტიძესთან - ჯაბა კილაძის აქამდე უცნობი ამბები

„ცათმფრენზე ზის ახლა რეზო, მიფრინავს და გვიღიმს… დროებით, დიდო კაცო“ – გიორგი კეკელიძე

რომანი გიორგი კეკელიძესთან? რატომ ჩააბარა მამა პანსიონში და ვინ არის ნანიკო ხაზარაძის მეუღლე