Digest Logo

რატომ არ იღიმოდნენ ადამიანები ძველ ფოტოებზე?

1625748461
ძველი ხალხი

ძველი ფოტოების დათვალიერების დროს შეგიმჩნევიათ, რომ ადამიანებს ყოველთვის სერიოზული და „გაქვავებული“ გამომეტყველება აქვთ? როგორც აღმოჩნდა, ამისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზები არსებობდა.

მიზეზი 1 - ექსპოზიციის დრო

პირველ ფოტოგრაფებს საკმაოდ დიდი შრომა სჭირდებოდათ გამოსახულების დასაფიქსირებლად. მკვეთრი კადრის მისაღებად ადამიანები საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე გაუნძრევლად უნდა მდგარიყვნენ. საზრიანი ფოტოგრაფები თავისა და მხარის დასაყრდენს იგონებდნენ, რათა კადრში კლიენტები უკეთ დაეფიქსირებინათ. ბუნებრივია, ერთი წუთის განმავლობაში და თან მოუხერხებელი ფიქსატორებით გაღიმებული სახის მიღება რთული იყო, ამიტომ ფოტოხელოვნების ოსტატები არც კი სთავაზობდნენ კლიენტებს გაღიმებას.

მიზეზი 2 - კადრის სისწორე

XIX საუკუნის შუა წლებამდე ფოტოგრაფირებით მხოლოდ პროფესიონალები იყვნენ დაკავებულები, რომლებიც საუკეთესო კადრის მისაღებად ტექნოლოგიების გაუმჯობესებას ცდილობდნენ. ფოტოს გადაღება ძვირი სიამოვნება იყო და თუკი ოჯახი ფოტოს გადაღებას გადაწყვეტდა, ამ „ღონისძიებისთვის“ სერიოზულად ემზადებოდნენ. მომზადებაში კი კადრში ადამიანების „სისწორე“ იგულისხმებოდა და არა გაღიმებული სახეები.მიზეზი 3 - ცუდი კბილები

საუკუნის წინ სტომატოლოგიური მომსახურება „უცხო ხილი“ იყო. პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მხოლოდ ერთი გზით იკურნებოდა - კბილის ამოღება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფოტოგრაფები კლიენტებს განზრახ არ სთავაზობდნენ გაღიმებას, რათა საუკეთესო გამოსახულება გამოსვლოდათ და კადრში უკბილო პირის ღრუ არ გამოჩენილიყო.

ასევე დაგაინტერესებთ:

საბერძნეთში ძაღლი გარდაცვლილ პატრონს გვერდიდან არ შორდებოდა და არც სხვებს აძლევდა მასთან მიკარების უფლებას


„მარცხენა მხარე, ტერფიდან დაწყებული კისრამდე, საერთოდ არ მქონდა"- ნინო სუხიშვილი ცხოვრების უმძიმეს პერიოდს იხსენებს

თურქული სერიალების ვარსკვლავი სექსუალურ ძალადობაში მამას ადანაშაულებს - „დედამ არ დამიჯერა... მე ბავშვობა არასოდეს მქონია“

წყარო: funtime.ge