საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ძმათა მემორიალიდან განცხადება გააკეთა და აგვისტოს ომის პერიოდი გაიხსენა. მან ასევე რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და მათი საფლავები გვირგვინით შეამკო.
„დღევანდელ დღეს მოსული ვართ აქ, რადგან პატივი მივაგოთ გარდაცვლილებს, რომლებმაც თავი საქართველოს მთლიანობას შესწირეს. არ ვთვლი, რომ ეს დღე უნდა იყოს გლოვის, ისევე როგორც ვთვლი, რომ არც 9 აპრილი უნდა იყოს გლოვის დღე. ეს არის იმედის დღე, რომელიც არასოდეს არ უნდა დავკარგოთ. წლების განმავლობაში ძალიან ბევრს გვჯეროდა საქართველოს მომავალი დამოუკიდებლობის, როცა არსებობდა საბჭოთა კავშირი და ყველა ამბობდა რომ ეს შეუძლებელი იყო",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„მოდიოდა და ფიქრობდა, როგორ იქნებოდა მარტო დარჩენილი კარ-მიდამო" -ნახეთ, ჟურნალისტის ემოციური წერილი
VIDEO: არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი აგვისტოს ომის უმძიმეს კადრებს აქვეყნებს